
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოსკოვის მიერ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინით“.
„არ ვარ კმაყოფილი პუტინის ქმედებებით. ის ბევრ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. დიდი ხანია, ვიცნობ. მასთან ყოველთვის კარგად ვთანხმდებოდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს ისვრის, ხალხს ხოცავს და ეს საერთოდ არ მომწონს. ის საერთოდ გაგიჟდა! უმიზეზოდ //truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/114571369956761390" target="_blank" rel="noopener" style="color: rgb(207, 16, 32); text-decoration-line: none; cursor: pointer; transition: 0.2s; overflow-wrap: break-word; word-break: break-word; max-width: 100%;">ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალიან გაკვირვებულია.
„გაკვირვებული ვარ. ძალიან გაკვირვებული. ვნახოთ, რას ვიზამთ. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არ მომწონს. ის ხალხს ხოცავს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.ა