gorgia
ავერსი legi

ნატო-მ დიდი შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რადგან ნატო აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში არ დაეხმარა.

„ვფიქრობ, რომ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, რადგან ნატო იქ არ არის. ამით აშშ დიდი რაოდენობით თანხას მიიღებს, რადგან ჩვენ ნატო-ზე წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებოდით მათ დასაცავად, მაგრამ ახლა მათი ქმედებებიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, რომ მათ გვერდით ვიყოთ, არა?“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „ნატო ქაღალდის ვეფხვია“.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ნატო-ს ვეხმარებით, მაგრამ ისინი არასდროს დაგვეხმარებიან, თუ რაიმე დიდი მოხდება. ვფიქრობ, რაიმე დიდი არ მოხდება, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხმა თქვა, რომ ეს „ჩვენი ომი არ არის“. კარგი, უკრაინა ჩვენი ომი არ არის, მაგრამ მათ ვეხმარებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

72