
ევროკავშირის დაფუძნების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების გაცურება იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი, და მათ კარგად გაართვეს თავი ამას“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოაცხადებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა ეს ევროკავშირს.
ტარიფებზე საუბრისას კი ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებული შტატებით სარგბელობს.
„მათ მართლაც ძალიან ისარგებლეს ჩვენით. ისინი არ იღებენ ჩვენს ავტომობილებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. იყენებენ ყველანაირ საბაბს, თუ რატომ არ იღებენ ჩვენს პროდუქციას, ჩვენ კი ვიღებთ მათგან ყველაფერს“, – თქვა ტრამპმა.
ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოხდება, როდესაც ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ტრამპის თქმით, ისინი ამას ვერ შეძლებენ.