janmedi
ავერსი ნემო

 დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ თეირანი მის მკვლელობას შეეცდება, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს.

„1000 რაკეტა მზადყოფნაშია მოყვანილი და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, რომელსაც დამატებით ათასობით რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ირანი თავისი მუქარის შესრულების მიზნით იმოქმედებს, რომელიც მსოფლიოს ბევრ კუთხეში გაისმა, რომ მოკლას ან შეეცადოს მოკლას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში მე“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

მისი თქმით, შესაბამისი ბრძანებები უკვე გაცემულია.

„აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან და შეუძლიათ ერთ წლის განმავლობაში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით, ირანის ყველა რეგიონი სრულად გაანადგურონ. დიდება ალაჰს!“, - წერს ტრამპი.

ამასთან, დონალდ ტრამპმა The New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინსტრუქცია დატოვა ირანის დაბომბვის შესახებ, თუ თეირანი მის მკლელობის გეგმებს წარმატებით განახორციელებს.

„მე უკვე დიდი ხანია მათ სიაში ვარ. მე ინსტრუქციები დავტოვე: თუ რამე მომივა, პირდაპირ დაბომბეთ ისინი ისეთ დონემდე, როგორიც ჯერ არასდროს უნახავთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ცნობები, რომ ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ითვალისწინებდა.

„არა, არა. ისრაელს არაფერი აღმოუჩენია. მე უკვე დიდი ხანია მათ სიაში პირველი ვარ. ცხოვრება ასეთია. იმედია, მოგენატრებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

68