აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.
„ჩვენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. სრული მხარდაჭერა გამოვხატეთ დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობების, ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის მიმართ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ ბაიდენის, ეგვიპტისა და კატარის ლიდერების ერთობლივ მოწოდებას, რომ განაახლონ მოლაპარაკებები ამ კვირის ბოლოს შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევის მიზნით. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასაკარგი დრო აღარ არის. ყველა მხარემ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, საჭიროა დახმარების შეუზღუდავი მიწოდება. ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ირანის აგრესიისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმებისგან თავდაცვის მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ ირანს, უარი თქვას ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის მუქარაზე და განვიხილეთ სერიოზული შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისთვის, თუ ასეთი თავდასხმა განხორციელდება“, – აღნიშნულია ლიდერების განცხადებაში.