ტეხასში მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც მედია იუწყება, ხანძარი უკონტროლოა და სწრაფად ვრცელდება.
მშრალი და უჩვეულოდ თბილი ამინდის გამო, ხანძარმა ტეხასის შტატში არსებულ რეგიონში 250,000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა.
ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. გადაკეტილია საავტომობილო გზებიც.