იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
მანამდე იტალიის ყოფილი პრემიერი, იმავე კლინიკადან 19 მაისს, 1-თვიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.
აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბერლუკსონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.