რუსეთს და ფინეთს პრობლემები არ ჰქონდათ, მაგრამ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ, გვექნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„აი, აიღეს და შეათრიეს ფინეთი ნატო-ში. ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე სადავო გვქონდა? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დიდი ხანია, რაც გადაწყდა. ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. ეკონომიკურად ყველაფერი ვითარდებოდა“,-განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობდა გარკვეული გაუგებრობები ტყის კომპლექსთან დაკავშირებით.
„დიახ, სატყეო კომპლექსში იყო რაღაც პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებასთან. ეს იყო და ეს. ეს სისულელეა, წვრილმანია რეალურად. პრობლემები არ არსებობდა, ახლა იარსებებს, რადგან ახლა შევქმნით ლენინგრადის სამხედრო ოლქს და იქ ჯარების გარკვეული დანაყოფების კონცენტრაციას მოვახდენთ. რაში სჭირდებათ ეს? რაღაც სისულელეა“,-ამბობს პუტინი.