რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მარტში გაიზარდა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, შემოსავალი შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტმა 2023 წლის მარტში, ბოლო სამი წლის განმავლობაში იმავე პერიოდთან შედარებით, მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, მარტში რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 600 ათასი ბარელით მოიმატა და დღე-ღამეში 8.1 მილიონ ბარელს მიაღწია. ამავე პერიოდში შემოსავლები ერთი მილიარდი დოლარით გაიზარდა და 12.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშანდელთან შედარებით, რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 43 პროცენტითაა შემცირებული. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მარტში აზიის ქვეყნებში რუსული ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ინდოეთი გახდა.