საფრანგეთის მარეგულირებლის (ANFR) განცხადებით, ტესტირებამ აჩვენა, რომ აღნიშნული მოდელის გამოსხივება ევროკავშირში დაშვებულ სტანდარტზე მაღალია.
ქვეყნის ციფრული ეკონომიკის უმცროსი მინისტრის განცხადებით, პრობლემა შესაძლოა პროგრამულმა განახლებამ მოაგვაროს, იმ შემთხვევაში კი, თუ Apple-ი შესაბამის ზომებს არ მიიღებს, ANFR-ი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ მოდელებს ამოიღებს.
Reuters-ის ინფორმაციით, Apple-ი მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ დასკვნას არ ეთანხმება. კომპანიაში აცხადებენ, რომ IPhone 12-ი მრავალი საერთაშორისო ორგანოს მიერაა სერტიფიცირებული რადიაციის გლობალური სტანდარტების შესაბამისად.