მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალი ზალუჟნის ინფორმაცია, რუსული რაკეტების მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის კვეთის შესახებ.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რუსულმა რაკეტებმა მოლდოვის ქალაქ მოკრას და მოგვიანებით კალაქ კოსეუცის გადაუფრინეს.
"დილის 10:18 საათზე თავდაცვის ინსტიტუტის პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა აღმოაჩინეს რაკეტა, რომელმაც მოლდოვის საჰაერო სივრცე დნესტრისპირეთის რეგიონის ქალაქ მოკრას თავზე გადაკვეთა, მოგვიანებით კი სოროკის რაიონის ქალაქ კოსეუცს გადაუფრინა და უკრაინისკენ მიემართებოდა", - ვკითხულობთ თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ მოლდოვაში რუსეთის ელჩი სამინისტროში დაიბარა.