რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 12 ადამიანი.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, სავარაუდოდ რაკეტა აფეთქდა.
აფეთქება ერთ-ერთ კაფესთან მოხდა, დაზიანებულია ახლომდებარე შენობები და ავტომობილები. ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.