რუსეთმა "დრუჟბის" მილსადენით პოლონეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა. ინფორმაციას პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია PKN Orlen-ის აღმასასრულებელი დირექტორი ავრცელებს.
"რუსეთმა შეაჩერა მარაგი, რისთვისაც ჩვენ მზად ვიყავით. რუსეთიდან ნავთობის მხოლოდ 10% მოგვეწოდება, ამას ჩვენ სხვა წყაროებიდან მიღებული ნავთობით ჩავანაცვლებთ, - წერს დანიელ ობაიდეკი.
კომპანია ნავთობს რუსულ "ტატნეფტთან" გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებდა. ეს კონტრაქტი 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.
მედიის ინფორმაციიღ, რუსეთიდან ნავთობის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც პოლონეთმა უკრაინას Leoprad-ის ტანკების პირველი პარტია გადასცა.