global distribution
ავერსი გარე ავეჯი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსული აეროდრომის აფეთქებას ეხმაურება. 
 
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერიტორიად აქცია, მაგრამ, მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს. 
 
"რუსეთის ეს ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით - მისი გათავისუფლებით.
 
რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს.
 
ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილებია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება" - ამბობს ზელენსკი.
 
ცნობისთვის, დღეს აფეთქება იყო ყირიმში, ნოვოფედოროვკაში. აფეთქებებთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა, დაშავდა 9 ადამიანი. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია რომ იერიშები ავიადრომზე, 300 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემიდან მიიტანეს.
641