როსტოვში სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად თვითმფრინავები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებში დრონებით განხორციელებული დარტყმები დაადასტურა.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა, უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვისა და საგარეო დაზვერვის სამსახურებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად იერიში იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს.
ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზუსტი დარტყმა განახორციელა როსტოვის სამხედრო აეროდრომზე.
„დაზიანდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-12“, ორი „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი. კარგი შედეგებია შავ ზღვაშიც. ჩვენ აგრესიას ყოველდღიურად ვპასუხობთ. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.