
შვედეთის სანაპირო დაცვა ადასტურებს, რომ ბალტიის ზღვაში ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელი კვალავ დაზიანდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაზიანებულია C-Lion1 კაბელი კუნძულ გოტლანდთან ახლოს, შვედეთის ეკონომიკური ზონის საზღვრებში. ქვეყნის სანაპირო დაცვა ვერ ადასტურებს, რამდენი ხანია, რაც კაბელი დაზიანებულია, თუმცა ინფორმაცია შეფერხების შესახებ მათ 20 თებერვლიდან აქვთ.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვითარებაში გარკვეულია და ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლო ზარალის შესახებ, სერიოზულად იქნება განხილული. შვედეთის პროკურატურამ გამოძიება უკვე აღძრა სანაპირო დაცვასთან პარტნიორობით, რომელმაც შემთხვევის ადგილზე თავისი საზღვაო ხომალდი გაგზავნა.
C-Lion1 წყალქვეშა კაბელი გასული წლის ნოემბერშიც დაზიანდა. სადენი, რომელიც ბალტიის ზღვაში 2016 წელს გაიყვანეს, ერთადერთი წყაროა, რომელიც ფინეთს ცენტრალურ ევროპასთან პირდაპირ აკავშირებს.
ბოლო თვეებში ბალტიის ზღვაში გამავალი არაერთი წყალქვეშა სადენი დაზიანდა, ბოლო ასეთი შემთხვევა თებერვალში მოხვდა, როდესაც შვედური გოტლანდისა და ლატვიის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელი გამოვიდა გაფუჭდა.