ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ შტუბი ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის აეროდრომ „ოლენიაზე“ განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას ამბობს, რომ ფინეთის უსაფრთხოებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შტუბი ამბობს, რომ ფინელები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ ომი ფინეთის საზღვრებს უახლოვდება.
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ამ ომის მოსაგებად და ეს ასევე ნიშნავს სხვადასხვა ტიპის დარტყმებს. რუსეთიც გააგრძელებს ჰიბრიდულ დარტყმებს“,-განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
შტუბის თქმით, რუსულ აეროდრომიზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით ესაუბრა ფინეთის პრემიერ-მინისტრს და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს.
„მთავარი მესიჯი არის ის, რომ ფინეთში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და შეგვიძლია რეაგირება“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.