დღეს ფინეთი ოფიციალურად გახდა NATO-ს წევრი ქვეყანა. ბრიუსელში, სამხედრო ალიანსის შტაბ-ბინის თავზე 31-ე წევრი სახელმწიფოს დროშა საბოლოოდ აღიმართა.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამხედრო ალიანსში ფინეთის გაწევრიანების შედეგად, NATO-ს სიძლიერე გაიზრდება, თავად ფინეთი კი გაცილებით უფრო უსაფრთხო ქვეყანა გახდება.
ფინეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიიღო.
ქვეყანას რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს. 1939 წელს კი საბჭოთა კავშირი ფინეთში შეიჭრა, რაც ისტორიაში „ზამთრის ომის“ სახელით შევიდა.
ფინეთი ნატოს წევრია - სამხედრო ალიანსის შტაბ-ბინის თავზე სახელმწიფო დროშა აღიმართა
423
|