პერუს პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პერუს პოლიციის ცნობით, პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა 40-მდე ოფიციალურმა პირმა მიიღო და ისინი ბოლუარტეს მიერ არადეკლარირებულ „როლექსის“ საათებს ეძებდნენ.
პოლიციამ ჩხრეკა დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარა.
ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ კონგრესის დაშლა სცადა, რამაც მისი გადაყენება გამოიწვია.