global distribution
გარე ავეჯი

პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. მედიის ცნობით, კაბინაში რვა ადამიანი იმყოფება, მათ შორის ექვსი ბავშვი.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბატაგრამში მოხდა. საბაგიროს გამოყენებით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა. ადგილზე სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველმა ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილს დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ მიაღწია. 

495