
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარები ზელენსკიზე “მცდარი და სახიფათოა”.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
“უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა. სიმართლეა: ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არჩეული სახელმწიფოს მეთაურია. ფაქტი, რომ სათანადო არჩევნები ვერ ჩატარდება შუა ომში, თანხვედრაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს,” - განაცხადა შოლცმა.