მოუთმენლად ველი დონალდ ტრამპთან ერთად მუშაობას, რათა სიძლიერისა და ნატო-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ, - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.
„ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. მისი ხელმძღვანელობა ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების საკვანძო ნაწილი იქნება. მოუთმენლად ველი მასთან ერთად კიდევ მუშაობას, რათა სიძლიერისა და ნატო-ს მეშვეობით მშვიდობას ხელი შევუწყოთ“, - წერს მარკ რუტე სოციალურ ქსელში.