gorgia
ავერსი legi

მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 22 მარტს, კვირას, დილით ადრე გაემგზავრება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რათა დაესწროს საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის დაკრძალვის პროცესიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და პირადად გამოხატოს დედა ეკლესიის თანაგრძნობა და სამძიმარი წმინდა ეკლესიის, სამღვდელოების, ბერებისა და მონაზვნების, ხელისუფლების და ქვეყნის მორწმუნე ადამიანების მიმართ, - ინფორმაციას მსოფლიოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს პატრიარქთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, დიდი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი.

„ღვთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან ქალაქში“, – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციაში.

50