რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.
როგორც რუსული მედია წერს, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
„კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
განახლებადი - ამავე თემაზე იხილეთ :
https://businesstime.ge/msoplio/moskovshi-krokus-siti-holshi-daghupulta-ritskhvi-140-mde-gaizarda