მოლდოვაში, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი.
მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმათა 54.47 პროცენტით. მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 45.53 პროცენტი აქვს.
ბიულეტენების 100 პროცენტია დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელმაც 51,19 პროცენტი მიიღო, სანდუმ კი 48,81 პროცენტი დააგროვა. თუმცა,სანდუს უპირატესობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა.
ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 81.82 პროცენტია დათვლილი, სადაც სანდუმ ხმების 81.89 პროცენტი მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ – 18.11 პროცენტი.
საარჩევნო აქტივობამ 54.2 პროცენტი შეადგინა, რაც 1.69 მილიონ ამომრჩეველს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადაში კენჭისყრის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.